ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბრობს, „რეპორტიორმა" ქუჩის გამოკითხვა გააკეთა. მოქალაქე მარიამ ნიკოლაშვილის თქმით, პატრიარქი ქადაგებს იმას, რასაც რელიგია ასწავლის და რისიც მას სწამს.
„პატრიარქი სიძულვილის ენით არ საუბრობს, უბრალოდ ხალხს ძალიან მკაფიო რეაქცია აქვს მის ნათქვამზე. სასულიერო პირი ვერ იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არის მისაღები, რელიგია ასე ასწავლის და უნდა იქადაგოს ის რასაც ჭეშმარიტებად თვლის. ცალკე საკითხია არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი დაავადება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადების ნუსხიდან 1995 წელს ამოიგო", - ამბობს მარიამ ნიკოლაშვილი.