გერმანიის მთავრობამ აშშ, თურქეთი და ისრაელი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონებად გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ მტკიცებულების წარდგენა, რათა თავიდან აიცილონ კარანტინი.
თუ ტურისტები ან გერმანიის მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებიან, მათ ჯერ კარანტინი უნდა გაიარონ, რომელიც ხუთი დღის შემდეგ შეიძლება დასრულდეს, კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში.
6 აგვისტოს გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა.