-
+
13 აგვისტო. 2021. 17:42
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ქაბულის მახლობლად მდებარე პროვინცია ლოგარის ცენტრი, ქალაქი პულ-ი-ალამი აიღეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
„თალიბანის“ განცხადებით, მათი კონტროლის ქვეშაა პულ-ი-ალამის პოლიციის განყოფილებები და ციხე. ქალაქის აღების დროს ათობით ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა, დაჯგუფების ხელში აღმოჩნდა ავღანური არმიის შეიარაღებაც, მათ შორის 2 ტანკი.
პულ-ი-ალამი ქაბულიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ უკვე ავღანეთის ტერიტორიის 70%-ზე მეტს აკონტროლებს.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
წყარო :