logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაზე: გასულ წლებში ამ ტიპის კვლევებზე დაყრდნობით არაერთხელ მიგვიღია ზუსტი მაჩვენებლები
- +

13 აგვისტო. 2021. 17:52

 

 

„რა თქმა უნდა, წინასწარ ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძნელია, ვინაიდან ყოველთვის არსებობს ცდომილების რაღაც ნორმალური ფარგლები, მაგრამ არა მგონია, რომ ეს რიცხვები დრამატულად შეიცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„მოცემულობა ისეთია, რომ მატების პოტენციალი შეიძლება იყოს და ამას ხელს უწყობს ოპოზიციის ქმედებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გავლენას იქონიებს აქტივობის ხარისხი - რომელი ელექტორატი იქნება უფრო აქტიური. სავარაუდოდ, ეს ითამაშებს გარკვეულ როლს, თუმცა რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ამ ტიპის კვლევებზე დაყრდნობით არაერთხელ მიგვიღია ზუსტი მაჩვენებლები გასულ წლებში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner