logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ გვექნება მდიდარი, მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყანა!
- +

23 ივლისი. 2016. 23:40


„სამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა." - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.


„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს"  ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია.

ზუგდიდის რაიონში ედიშერ თოლორაია.

 წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა.

 ხობში გოდერძი ბუკია.

 სენაკში ირაკლი ბერაია.

 მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია, ფოთში კი ირაკლი ხახუბია.



პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე სამეგრელოს მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.


არ გადაუხვიოთ იმ პროგრესის გზიდან, რაც ავირჩიეთ 4 წლის წინ და რაც შეუქცევადად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე. ჩვენ გვექნება მდიდარი, მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყანა",-განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner