logo_geo
eng_logo
მაიკ როჯერსი: ამერიკამ ავღანეთში მყოფ ქალებსა და ბავშვებს ზურგი შეაქცია
- +

13 აგვისტო. 2021. 18:26

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მაღალი რანგის წევრი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მაიკ როჯერსი ავღანეთში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა თანამდებობა დაიკავეს, მათ განაცხადეს - „ამერიკა დაბრუნდა“, მაგრამ რასაც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისგან ვხედავთ ის არის, რომ ამერიკამ ავღანეთში მყოფ ქალებსა და ბავშვებს ზურგი შეაქცია“, - ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

 

გავლენიანი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გულუბრყვილოდ და გეგმის გარეშე გამოაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

 

„იმის გამო, რომ პრეზიდენტ ბაიდენს გეგმა არ ჰქონდა, უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო ბრუნდება ავღანეთში, ჩვენი საელჩო ევაკუირებულია და „თალიბანი“ სწრაფად მიიწევს წინ. ბატონო პრეზიდენტო, მე კიდევ ერთხელ გეკითხებით: რა არის თქვენი გეგმა?“ - აღნიშნა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner