logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ
- +

13 აგვისტო. 2021. 18:36

 

 

საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვის უზრნველსაყოფად კურთხევას აძლევს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს ბრძანება N79-შია საუბარი.

 

ბრძანების თანახმად, ეკლესია-მონასტრებს ეძლევათ კურთხევა, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

 

 „ა.წ. 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ჭიქები“, - ნათქვამია საპატრიარქოს ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აწერს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner