logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: იმ ადამიანის გვარი თუ გახსოვთ თეთრმა ვეფხვმა რომ დაგლიჯა? მისი ოჯახი როგორც ცხოვრობს თუ იცით?
- +

23 ივლისი. 2016. 23:46


ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„ნარკობარიგებს აკავებენ და თავდებში უდგებით, - მეგობარია და ვენდობითო...

 

ნარკობარიგებს აკავებენ და უშვებენ, თქვენ კი საპროცესოს ფულს უხდით (ვინც გაიგებს რას ვამბობ, გაიგებს, თუ ვერ გაიგებთ არ მკითხოთ) და ეს ქველმოქმედებაში (ჩუმი, აბა რომ თქვათ ჩვენ ვუხდითო, გკითხავენ რათაო. მეგობრობის "ჩარჩო" კი მსგავს შემთხვევას არ ესადაგება) გაგყავთ...

 

ნარკომანი ავადმყოფია და რა ჯარიმა რის ჯარიმა, ან ციხეში რად უნდა იჯდესო...

 

ბავშვბა ძაღლი აწამა და დააკავეთ ეგ სადისტიო, - ბოლო ხმაზე გაკივით.

 

გავაგრძელო თუ თავად იგულისხმებთ რაც მინდოდა მეთქვა?

 

ჰო, მართლა, იმ ადამიანის გვარი თუ გახსოვთ თეთრმა ვეფხვმა რომ დაგლიჯა? ან მისი ოჯახი როგორც ცხოვრობს თუ იცით? ან გამოძიებამ რა დაადგინა ეს მაინც თუ იცით?"- წერს მეფარიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner