logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დიდად სასიხარულოა რუსეთის ოფიციალური განცხადება - აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად
- +

13 აგვისტო. 2021. 20:02

 

 

„დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომელსაც დღეს გავეცანით. ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, ის უბრალოდ უგუნურია“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნატოს წვრთნების გამო, საქართველო- რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს ძალზედ დაიძაბა. ჩვენმა წერილმა თავისი როლი იმ კუთხით შეასრულა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობა განიმუხტა. სწორედ ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. კვლავ ვიმეორებ: რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა. აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის. ოღონდ უნდა გავიგოთ, რომ არც მიგვიღებს ნატო და რუსეთისთვისაც მიუღებელია  ნატოში ჩვენი გაწევრიანება. სხვა ყველა საკითხი გადაიჭრება, ჩვენ უნდა მივხვდეთ ამას! ხვალ  განცხადებას გავავრცელებთ, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საქართველო- რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის სულისკვეთებას“, -წერს ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner