logo_geo
eng_logo
ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს
- +

23 ივლისი. 2016. 23:49


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეჭვმიტანილების სასამართლოს გარეშე დაკავების ვადა 30 დღემდე გაახანგრძლივა. BBC-ის ინფომრაციით, ერდოღანმა 1000-ზე მეტი კერძო სკოლის და 1200-ზე მეტი ასოციაციის დახურვის ბრძანებაც გასცა.


მედიასაშუალებები წერენ, რომ თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა.


თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.


წყარო: pirveliradio.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner