logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: იქნებ სული ბოროტი მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე ჩვენში, ქართველების ირაციონალურ ფსიქიკაში?!
- +

14 აგვისტო. 2021. 01:12

 

 

რუთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ი ს ე ვ   გენიალურ   ა ხ მ ე ტ ე ლ ზ ე!

ვერა და ვერ ამიხსნია,

რატომ ჩამოყალიბდა

ქართველ ხელოვანთა შორის

ასეთი არნახული სიძულვილი

მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი რეჟისორის მიმართ.

თეატრის გენიალური ოსტატები: სტანისლავსკი, მეიერხოლდი, ტაიროვი, (ყველას ვინ მოთვლის!)

უცხოეთის მოწინავე თეატრები,

კრიტიკა,

ყველა აღნიშნავდა სანდრო ახმეტელის საოცარ როლს მსოფლიო თეატრის განვითარებაში -

და აქ, სამშობლოში:

დაცინვა,

არნახული უარყოფა,

ანტიკომუნისტურო ბრალდებები,

ჭორები,

მითქმა-მოთქმა,

გინება!

შურიო! - მეტყვით!

მაგრამ რატომ უნდა შურდეს, მაგალითად, ცნობილ პოეტს სიმონ ჩიქოვანს თეატრის რეჟისორის?!

ანდა რატომ შურდა ქართველ ინტელიგენციას - რა ყველს რეჟისორობა სურდა?!

ვერ გამიგია!

ახმეტელის მიმართ ეს არობიექტური დამოკიდებულება,

სიძულვილი

ვერ და ვერ ამოვხსენი!

იქნებ სული ბოროტი მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე ჩვენში, ქართველების ირაციონალურ ფსიქიკაში?!. არ ვიცი, არა!

ე რ თ ი   კ ე თ ი ლ ი   კ ა ც ი   რ ო მ   ა რ ა -

ალბათ ყოველგვარ პატივისცემას დავკარგავდი ადამიანის მიმართ!

როცა ცკ-ს ბრძანებით ახმეტელი რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს

და ახალმა დირექტორმა კი უბრძანა

სანდროს,

მის მეუღლეს და პატარა შვილს:

სასწრაფოდ დატოვეთ თეატრიო!მოგეხსენებათ, ახმეტელი და მისი ოჯახი თეატრის შენობაში ცხოვრობდა მეოთხე სართულზე - ახლა იქ თეატრალური ინსტიტუტის აუდიტორიაა!

და ოჯახს მოუხდა არც ისე ძვირი სასტუმრო დაიქირავა!

და აი ტრაგიკული ფაქტი:

დიდი რეჟისორი ტოვებს შენობას

სადაც დაიბადა მისი გენია

და გულმოკლული

თავის დაჭრილ სულს გვიტოვებს სამუდამოდ!

გაიგეს თუ არა, რომ ახმეტელი თეატრიდან გააძევეს, მთელმა მსოფლიომ:

ჩვენთან მოდიო, ჩვენთან შექმენი ის,

რაც შენს გარდა არავის შუძლიაო!

მაგრამ ხომ იცით СССР- 

გასცეს სასტიკი ბრძანება !

ყველა დოკუმენტი,

რეპეტიციის ოქმები,

სტენოგრამები,

პირადი ჩანაწერები,

დღიურები,

დურუჯის ქაღალდები,

ფოტოები -

ყველაფერი, რაც ეხება სანდრო ახმეტელს

სასწრაფოდ დაწვით თეატრის ეზოშიო! მეთვალყურესაც გამოგიგზავნით,

ხომ უნდა ვიცოდეთ მართლა დაწვით თუ თქვენც ანტი კომუნისტები ბრძანდებით!

ახლა კი დაიმახსოვრეთ

კეთილშობილი რაინდის სახელი და გვარი,

ვინც იმედის სანთელს დაგინთებთ მოკლილ გულში:

ე ს ტ ა ტ ე   ბ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი!

თეატრის მუზეუმის თანამშრომელი!

ამ უბრალო ქართველმა

ეზოში

ძველი გაზეთებს

თეატრის რაღაც უმნიშვნელო ქაღალდებს ფოტოებს

ისეთ ცეცხლი წაუკიდა,

რომ მოგზავნილები დამშვიდნენ:

ყოჩაღ, კარგად გაანადგურე ამ მოღალატის  ნაგავიო!

ხოლო ესტატემ ახმეტელის ყველა საბუთი თავის პატარა ოთახში გადამალა

( რომ გაეგოთ რა ჩაიდინა ესტატემ,

ჩვენ გმირსაც დახვრეტდენ და

სანდროს მასალასაც გაანადგურებდნენ !)

და ოცი წლის შემდაგ,

უკვე  დაბერებულმა ბერიაშვილმა

ყველაფერი თეატრს დაუბრუნა,

მე ვიტყოდი,

სამშობლოს ჩააბარა!

ასეა!

სიკეთეს

კეთილი კაცი

შეუმჩნევლად ემსახურება,

მორიდებით, ფრთხილად!

არ დაგავიწყდეთ:

ე ს ტ ა ტ ე   ბ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი!

და  ლ ა ვ რ ნ ტ ი   ბ ე რ ი ა!“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner