logo_geo
eng_logo
ისრაელის მედია: 90%-ზე მეტმა, რომელმაც COVID-19-ის პრეპარატი მიიღო, კლინიკა 5 დღეში დატოვა
- +

14 აგვისტო. 2021. 01:25

 

 

ისრაელის მედიის ცნობით, საბერძნეთის საავადმყოფოებში COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული 90 პაციენტიდან, რომლებიც ახალი COVID-19-ის პრეპარატით მკურნალობდნენ, 93%-მა საავადმყოფო 5 ან ნაკლებ დღეში დატოვა.

 

ახალი პრეპარატი თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრმა შექმნა და ის საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

 

"ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო ამ პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნება. ამ დრომდე არცერთ ჯგუგში  არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენა". - ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

 

პრეპარატის ცდები ათენში ჩატარდა, რადგან ისრაელში არ იყო საჭირო რაოდენობით COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოსახლეობის 50%-ზე მეტი უკვე არის სრულად აცრილი. 

 

არბერმა და მისმა ჯგუფმა პრეპარატი შექმნეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი 25 წლის განმავლობაში იკვლევს. მისი სახელწოდებაა CD24.

 

CD24 მცირე პროტეინია, რომელიც უჯრედის მემბრანას აკრავს და მრავალ ფუნქციასთან ერთად ის აკონტროლებს მექანიზმს, რაც ციტოკინურ შტორმზეა პასუხისმგებელი.

 

ციტოკინური შტორმი COVID-19-ის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელიც სისტემურ ანთებით პასუხს წარმოადგენს და ხშირად გამოწვეულია ინფექციის ან ავტოიმუნური დაავადების შედეგად. CD24-ი სწორედ იმ მექანიზმს აკონტროლებს, რაც სხეულში ბალანსს უზრუნველყოფს მსგავი შედეგის ასაცილებლად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner