logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების ხასიათზე 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის დინამიკაც მიუთითებს
- +

14 აგვისტო. 2021. 01:37

 

 

„საქართველოს  ეკონომიკის რეცესიული შოკიდან გამოსვლის და  სწრაფი ტემპით აღდგენის შეუქცევად ხასიათზე, რაც პირველ ექვს თვეში ორნიშნა 12.8 პროცენტიან ზრდაში აისახა,  საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენციებიც ცხადად მიუთითებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაში ექსპორტი კვლავ აგრძელებს სარეკორდო ზრდას და 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით  42.4 პროცენტით არის გაზრდილი,  ხოლო  მისმა მოცულობამ 390.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებლის პირობებში, წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ ივლისში ეკონომიკის საკმაოდ მაღალი ორნიშნა ზრდა გვექნება.

ნიშანდობლივია, რომ ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არა მხოლოდ გასული კრიზისული პერიოდის, არამედ პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი,   20.6%-ით.

ეკონომიკის გაჯანსაღების ხასიათზე მიუთითებს უკვე 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის დინამიკაც. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 27.8 პროცენტით და 2,275.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,  რაც ასევე  7.7%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც კი.

საგარეო მიწყვლადობის თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია წმინდა ექსპორტის მაჩვენებელიც.  2021 წლის იანვარ-ივლისში იანვარ-ივლისში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტით  განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 2.9 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო   2019 წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი მთელი 154 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.

ნიშანდობლივია, რომ 2020 წელსაც კი სავაჭრო დეფიციტი  1,011.3 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 4,709.4 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა. ამასთან,  გასულ თუ 2020 წელს  ადგილობრივი ექსპორტი კი 3.6 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 2,408 მლნ. აშშ დოლარს  მიაღწია.

თავის მხრივ, წმინდა ექსპორტის გაუმჯობესებული სტრუქტურა, მაღალი ზრდის პირობებში, საგარეო მოწყვლადობის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და სავალუტო კურსის გამყარებას უზრუნველყოფს“, - წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner