logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: საფანჩატურეთი კვლავ ემზადება მორიგი კაკანისათვის, რომ -"არჩევნები გაყალბდა"!
- +

14 აგვისტო. 2021. 02:22

 

 

„ტყუილად ნურავინ ნურაფერს ნუ ელით რიგარეშე არჩევნების სახით!“, - წერს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

„ყველა კვლევა ოპოზიციური თუ პოზიციური აჩვენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ არჩევნებს უპირობოდ და მყარად 50%-ზე მეტი უპირატესობით იგებს მმართველი ძალა!

სადავოა ისიც, რომ საფანჩატურეთში დაბრძენებულმა და მერე უცბად გაფარჩაგებულმა ოპოზიციამ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი-პოლიტიკური თვითმკვლელობის სახით!

ახლა მთავარია ხელისუფლებამ და ამომრჩეველმა უპრობლემოდ, წყნარად, მშვიდობიანად ისევ ოქტომბერშივე გაიფორმონ მორიგი გამარჯვება!

ხლად ოპოზიციურ ველზე შემოსულმა პოლიტიკურივ ძალებმა კი უნდა ეცადონ მყარად დაიკავონ თავიანთი ადგილები სადაც ეკუთვნით იქ ნაცებივით არ გაითახსირონ თავები და ემზადონ 2024 წლისთვის!

ტყუილად ნურავინ ნურაფერს ნუ ელით რიგარეშე არჩევნების სახით!

ვიმეორებ ქართველი ხალხის ნება ასეთია (და არა ვიღაც ჩიტირეკია მკვლევარ -მთვლელებისა)! რომ არჩევნები ჩატარდეს 2024 წელს რიგითობის მიხედვით და როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს  კონსტიტუცია!

საფანჩატურეთი კვლავ  ემზადება მხოლოდ და მხოლოდ მორიგი კაკანისათვის -"არჩევნები გაყალბდა"!

ჰოდა ვურჩევ დადგან ბუდე "მთავარში" ჩააჯინონ შიგ გვარამია!

ხოლო  თავად შალიკოს მეთაურობით უარონ ირგვლივ ბუდეს და იძახონ "ფუი ეშმაკს", "ფუი ეშმაკს"!, - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner