logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დღეს სიტყვის თავისუფლებაზე რომ წუწუნებთ, სააკაშვილის დროს რაიმე რომ გაგპარვოდათ ეთერში, სოფლის გაზეთშიც აღარ მიგიღებდნენ
- +

14 აგვისტო. 2021. 03:02

 

 

„დღეს სიტყვის თავისუფლებაზე რომ წუწუნებთ, სააკაშვილის დროს ერთ კაბინეტში დაწერილს კითხულობდით, ყველა ტვ, ორკესტრირებულად, და რაიმე რომ გაგპარვოდათ ეთერში, სოფლის გაზეთშიც აღარ მიგიღებდნენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

„რაის გადაყენება? ცოტა სხვა ტელევიზიებსაც უცქირეთ, ჩაციკლულები რომ ხართ. არ უცქერით საინფორმაციოებს, ღარიბაშვილის როლზე რომ კეთდება აქცენტი მთელი გუნდის მხრიდან? ეჭვი მაქვს ირიბად აპიარებთ (ღიმილაკის ადგილი).

მესმის რატომ უტევთ. თქვენს პატრონს არ მოსწონს ღარიბაშვილის რეგიონული აქტივობა, იქეთ ყარაბაღი, აქეთ ვიზიტები და პატივით დახვედრა, ეკონომიკის გამოცოცხლება და სხვა. თქვენ ხომ მთელი ოპოზიციური სტრატეგია იმაზე გაქვთ აგებული, რომ ხალხს გაუჭირდება, გამოვა ქუჩაში და თქვენ მოგიყვანთ ხელისუფლებაში.

ელოდეთ. დღე და ღამე, წლებია, ზიზღის და სიძულვილის თესვით ხართ დაკავებულნი. ახლა, ახალი კამპანია გაქვთ, თითქოს მოსახლეობის აცრა გადარდებთ. პირველი ინფიცირებული და გარდაცვლილი რომ გაგიხარდათ, მოსახლეობის აცრა გაგიხარდებათ?

მერე იტყვიან ხელისუფლება კომენტარს არ იძლევაო. მოვიდა სასაუბროდ და რა დღეში ხართ?! რომელიმე ქვეყანაში ასეთ თავხედობას ვინმე კადრულობს?

დღეს სიტყვის თავისუფლებაზე რომ წუწუნებთ, სააკაშვილის დროს ერთ კაბინეტში დაწერილს კითხულობდით, ყველა ტვ, ორკესტრირებულად, და რაიმე რომ გაგპარვოდათ ეთერში, სოფლის გაზეთშიც აღარ მიგიღებდნენ.

ის ვიდეო მახსენდება, სააკაშვილი "კარგ ხასიათზე" რომაა, მგონი აეროპორტში, და როგორ ელოლიავებით, ეჩურჩულებით, კარნახობთ, ოდნავ წინ დადექით, ოდნავ იქეთ, ოდნავ აქეთ... მაშინ იყავით თავისუფლები“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner