logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ ეროვნული ტრაგედიის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ თუ სიკვდილის ქრონიკების ეს ტრენდი არ გადაიტეხა
- +

14 აგვისტო. 2021. 02:53

 

 

„მთავრობის მიერ ორშაბათიდან დაანონსებული ახალი შეზღუდვები, მოსალოდნელიც იყო და ვფიქრობ,  ცოტა დაგვიანებულიც.  ბოლო დღეების კოვიდინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკა ისედაც ქმნიდა განგაშის საფუძველს, რასაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც დაემატა.  სამწუხაროდ,  ერთ. სულ   მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო მსოფლიოში ლიდერადაც კი გადაიქცა დაინფიცირებულთა სტატისტიკით“,  -ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მიმაჩნია, რომ  ეროვნული ტრაგედიის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ თუ სიკვდილის ქრონიკების  ეს ტრენდი არ გადაიტეხა. 

ახლა მთავრობის კრიტიკის და თვითკმარ პოზაში დგომის დრო არ არის.  მთავრობის გადაწყვეტილებაც იძულებითია და ბუნებრივია ეკონომიკასაც დააზარალებს, თუმცა ტურისტული ინდუსტრია ისედაც აქეთ მიდიოდა, ქვეყნის წითელ ანუ მაღალ რისკის ზონაში შესვლის გამო.

მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვები კი რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს, საკმაოდ მკაცრია და ფაქტიურად  პირველი ლოქდაუნის თანხვედრია.

მთავრობა იმეორებს ჩაკეტვის ეკონომიკის მოდელს, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში გაცილებით ეფექტური  კომბინირებული მიდგომები მიგვაჩნია, რასაც ევროპული ქვეყნები პირველი ლოქდაუნიდან მიღებული გამოცდილებიდან იყენებენ. არავინ იფიქროს ვაქცინაცია ევროპაში უპრობლემოდ მიმდინარეობს, ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილს და ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს ეხება. სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და რუსული ჰიბრიდული ომის ზეგავლენა იქაც შესამჩნევია. 

მთავრობის ადგილზე, "ევროპული საქართველოს" დღევანდელ ინიციატივების ნაწილსაც დიდი სიამოვნებით დავამატებდი, ახლა პარტიკულარიზმის დრო არ არის, პოლიტიკურადაც მოვიგებდი და ეფექტიანობითაც, რადგან ასეთი ცალმხრივი ჩაკეტვები დიდი ნეგატივის მომტანი უფრო იქნება, ვირუსის გავრცელების შემცირებასთან ერთად,  ვაქცინაციასაც არანაკლებ შეაფერხებს.

გაქანებული ვაქცინაციისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიუხედავად მაღალი რისკისა, არსად გაჩერებულა,  ჩაკეტვები ყველგან კომპლექსური იყო, და არა ცალმხრივი. აბა, ერთი წუთით წარმივიდგინოთ, გლდანიდან რესპუბლიკურში ან ნიუ ჰოსპიტალში რით უნდა იარის ხალხმა, 25 ლარიანი ტაქსით? თუ აკრძალვაა შაბათ-კვირას ყოფილიყო, ამის გამოცდილება ხომ მაინც გვაქვს?!

პირველი ლოქდაუნის გამოცდილებიდან,  მთელ ევროპაში მოქმედებს მასტიმულირებელი ღონისძიებები, დახურულ სივრცეებსა და ტრანსპორტში იზღუდება იმ პირთა გადაადგილება, ვინც არ არის აცრილი, გარდა ამისა ვერც ერთი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლი ვერ გავა აუცრელი ხაზზე. სამაგიეროდ, აცრილთათვის მთელი რიგი სხვა შეღავათებიც მოქმედებს.

ჩვენთან სიტუაცია იმითაც მძიმდება, რომ ტაქსისტების 80'  პროცენტი და მედპერსონალის 60 პროცენტი აუცრელია და ნაწილი კოვიდიანი დადის. საზ. ტრანსპორტის ჩაკეტვისას ამას რას ვუშვებით, მით უმეტეს სექტემბრიდან სწავლაც იწყება, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში არჩევნებია კარს მომდგარი?“,  -წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner