logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთის ახალგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
- +

14 აგვისტო. 2021. 10:14

 

 

მცხეთა-მთიანეთის ახალგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კი ამცრელ პუნქტამდე სოფლებიდან მოქალაქეთა უფასო ტრანსპორტირებას ახორციელებს.

 

შედეგად, „ფაიზერის“ ვაქცინით უკვე აიცრა წეროვანში მცხოვრები 30-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა  ტრანსპორტირება, ასევე, მერიის მიერ უზრუნველყოფილია.

 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის სივრცე მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

 

 ამ ეტაპზე მოქალაქეებს ადგილზე  მცხეთის სამედიცინო ცენტრის 5 ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი, ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თერმოსკრინინგის, რეგისტრაციისა და რიგის მართვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.

 

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა. ვაქცინაციის მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შეუძლიათ.

 

ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციის გარანტია. მათ შორის  ფუნქციონირებს შოკის დარბაზი, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მცხეთა-მთიანეთში უკვე მოქმედებს სოფლის 7 ამცრელი ამბულატორია, უახლოეს დღეებში კი დაემატება სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია.

 

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner