ვინ მიაწოდა 1991 წელს, გავლენიან ფრანგულ გაზეთს "ლე მონდს" იფორმაცია ზვიად გამსახურდიამ საქართველოში მიიღო კანონი, რომელიც ოსი ეროვნების ადამიანებს ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავსო!
როგორც წლების მერე ქართველმა ემიგრანტება გაარკვიეს, ეს პიროვნება, ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი აღმოჩნდა..
„ როდესაც რამოდენიმე წლის შემდეგ ხსენებული გაზეთის რედაქტორს აღშფოთებულმა ქართველმა ემიგრანტებმა ჰკითხეს, რაზე დაყრდნობით განათავსა ეს აბსურდული ინფორმაცია, მან - ისეთმა პიროვნებამ მაცნობა, რომელსაც უყოყმანოდ ვენდობოდიო. ეს პიროვნება გახლდათ მერაბ მამარდაშვილი..."- წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე.
"მერაბ მამარდაშვილი არ იყო უნიჭო. თუმც არც მხოლოდ ნიჭი და არც მხოლოდ აზროვნებაა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გერქვას,პატრიოტობაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. შესაძლოა მას ბევრ რამეში ვეთანხმები, ბევრ რამეში - არა, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მისი ეროვნულ მორალურ მეტრად გამოცხადებისა. აღარ მოვყვები მის ცნობილ ლოზუნგებს, რომლებიც იმჟამინდელ კომპარტიის ნომენკლატურასთან იყო უნისონში. მხოლოდ ერთ ამბავს გავიხსენებ:
1991 წელს ფრანგულმა გავლენიანმა გაზეთმა "ლე მონდმა" დაბეჭდა, გამსახურდიამ საქართველოში მიიღო კანონი, რომელიც ოსი ეროვნების ადამიანებს ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავსო! როდესაც რამოდენიმე წლის შემდეგ ხსენებული გაზეთის რედაქტორს აღშფოთებულმა ქართველმა ემიგრანტებმა ჰკითხეს, რაზე დაყრდნობით განათავსა ეს აბსურდული ინფორმაცია, მან - ისეთმა პიროვნებამ მაცნობა, რომელსაც უყოყმანოდ ვენდობოდიო. ეს პიროვნება გახლდათ მერაბ მამარდაშვილი...
ხალხი სახეზე უნდა იცნობდეს თავის "გმირებს"... დაე, ახსოვდეს ჩვენ ორენტაციააღრეულ საზოგადებას, ინწილიგენციის ღვაწლი ქვეყნის წინაშე.
ეს ყველაფერი კიდევ რამ მომაგონა... წეღან ნაძირალა მინდია უგრეხელიძის ინტერვიუს გადავხედე, სადაც წერს, ზვიად გამსახურდიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ვუთხარი, სიკვდილით დასჯის არსებობის გამოო. ამ არაკაცს იმაზე არაფერი უთქვამს, შევარდნაძის დავალებით შემდგომ რამდენ კაცს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი! თუმც ვიღაცამ ხომ დაიჯერა?... ენას ძვალი არა აქვს და ასეთებისას - მით უმეტეს!", -წერს ცოტნე გასახურდია.
წყარო: ჯორჯიან პრესი