logo_geo
eng_logo
WWF: შავ ზღვაში სულ მცირე 100 ტონა ნავთობმა გაჟონა, რასაც ბუნებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია
- +

14 აგვისტო. 2021. 14:57

 

 

შავ ზღვაში ნავთობის დიდი ლაქა გაჩნდა, რაზეც რუსმა მეცნიერებმა განგაში ატეხეს. ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის ინფორმაციით, სულ მცირე 100 ტონა ნავთობი ნოვოროსიისკიდან არის გაჟონილი.

 

თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ლაქა გაცილებით დიდია, ვიდრე თავდაპირველი მონაცემებით იყო ცნობილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქალაქ ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის არსებული სანაპირო კარგად შეისწავლეს. მათი თქმით, გაჟონვა საპორტო ქალაქთან ახლოს მდებარე ტერმინალთან მოხდა, როდესაც ბერძნული გემი „Minerva Symphony“ ნავთობს ტვირთავდა.

 

კასპიის მილსადენის კონსორციუმმა, რომელიც ტერმინალს აკონტროლებს, განაცხადა, რომ გაჟონვა ლოკალიზებულია და მათი შეფასებით ნავთობი მხოლოდ 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მათი განცხადებით აღნიშნული ფაქტი არ წარმოდგენს საფრთხეს, როგორც ბუნებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის აქციონერთა რიცხვში შედიან: რუსული „როსნეფტი“, ამერიკული ნავთობგიგანტი „Chevron“ და იტალიური „Eni“.

 

WWF-ის და რუსი მეცნიერების განცხადებით, ნავთობის ლაქა გაცილებით დიდია,  ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ცნობილი და ბუნებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ბუნების დაცვის ჯგუფმა განაცხადა, რომ აღნიშნულის კვლევას საკუთარი ძალებით აწარმოებს და მათი დაკვირვებით, ნავთობი 94 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

 

„Greenpece“-ის განცხადებით, რომელმაც ინფორმაცია ოფიციალურ პირებს მოსთხოვა, დაბინძურებული ტერიტორია შესაძლოა 400 000-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე თავდაპირველად გახდა ცნობილი.  „მიუხედავად მაშველების დაუყოვნებლივი ჩარევისა, ნავთობი დიდ ფართობზე გავრცელდა. დაღვრილია სულ მცირე 100 ტონა“,- შეაფასეს WWF-ში.

 

WWF-ის რუსული განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსეი კნიჟნიკოვი თვლის, რომ ნავთობის ლაქა ჩრდილოეთით გადაადგილდება და უკვე მიაღწია აბრაუ-დიურსოს, ბოლოს კი შესაძლოა უტრიშის დაცულ ტერიტორიამდე მიაღწიოს.

 

„შესაძლებელია ითქვას, რომ მაკონტროლებელ ორგანოებს არ აქვთ ინფორმაცია დაღვრილი ნავთობის სრულ მასშტაბზე“, – განაცხადა ალექსეი კნიჟნიკოვი.

 

რუსეთის კოსმოსური კვლევების ინტიტუტის მეცნიერების აკადემიის ცნობით, ისიც აკვირდება დაბინძურებას და თანამგზავრების მიერ გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნავთობის ფართობი 80 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

 

8 აგვისტოს, ნავთობის ლაქა ნაპირიდან ღია ზღვაში 19 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა, – ნათქვამია კოსმოსური კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რუსეთის „Greenpece“ წევრის, ვიქტორია გლუშენკოს განცხადებით, თუკი კოსმოსური ინსტიტუტის კვლევები ზუსტია, მაშინ ენ გაჟონვა საფრთხეს შეუქმნის თევზებს, ფრინველებს და ზღვის სხვა ბინადრებს აღნიშნულ რაიონში.

 

„გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ადამიანების, მათ შორის ტურისტები, რომლებიც დაბინძურების ამ ზონაში მოხვდებიან“, – განაცხადა მან.

 

დელფინარიუმის თანამშრომლები ქალაქ ანაპასთან ახლოს, თვლიან, რომ ნავთობის ლაქები წყლის ზედაპირზეც შენიშნეს და საკუთარი ძუძუმწოვრების დაცვისთვის ყველაფერს აკეთებენ.

 

„როგორც კი ხელს წყალში ვყოფთ, ის მაშინვე იფარება ცხიმით“, - წერს დელფინარიუმის წარმომადგენელი ორგანიზაციის Instagram-გვერდზე.

 

ორიგინალი სტატიის ავტორია Anna SMOLCHENKO

 

წყარო: https://www.digitaljournal.com/

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner