ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრები პარტიას ტოვებენ და პარტია „საქართველოს“ უერთდებიან.
ქართველიშვილის თქმით, გიორგი ხავთასი „ქართული ოცნებიდან“ ერთი წლის წინ გარიცხეს:
„ხავთასი არასოდეს ყოფილა არც პარტიის უფროსი და არც მაღალჩინოსანი. სხვათა შორის, „ოცნებიდან“ 1 წლის წინ, ინფორმაციის გატანის და უღირსი საქციელის გამო გარიცხეს. მსგავსი ტყუილებით ამარაგებს გოგაშვილიც და გახარიაც „ჭუტა ტვ„-ს. სხვათა შორის, გახარია და გოგაშვილი ერთმანეთს არასწორ საქციელშიც დაემსგავსნენ და ლუზერობაშიც“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.