logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: მას შემდეგ სულ ამ გოგონაზე ფიქრი ამეკვიატება ხოლმე
- +

24 ივლისი. 2016. 00:50


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი მიუნხენში მომხდსარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:


„მიუნხენში მომხდარმა ტერაქტმა, ერთი საინტერესო ამბავი გამახსენა...

 

ერთი თვის წინ. მიუნხენიდან ვარშავაში, ერთი ქართველი გოგონა ჩამოფრინდა და ვარშავა-თბილისის რეისს გულამოვარდნილმა ძლივს მოუსწრო, 5 წელია ჩემს ქვეყანაში არ ვყოფილვარო, ნერვიულობდა ძალიან, ფრენისაც მეშინია და თან ამდენი ხანი სამშობლოში რომ არ ვყოფილვარ ძალიან განვიცდიო... 5 წლის განმავლობაში 2 უნივერსიტეტი დავამთავრე და ამასობაში დრო ვერ გადამრჩა თბილისში ჩამოსასვლელადო... 4 საათის განვალობაში არცერთს არ დაგვიძინია, ვსაუბრობდით და ფრენის შიშიც ისე გადალახა გოგონამ, ვერც მიხვდა როგორ... მიუნხენი მოინახულეთო აუცილებლად, ულამაზესი და უსაფრთხოაო... ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს ამ ქალაქშიო... შემოდგომაზე ოჯახი მინდა შევქმნა, ძალიან განათლებული და სიმპათიური საქმრო მყავსო, თბილისში დავიწერთ ჯვარსო... თავადაც ძალიან ლამაზი და სიმპათიური გოგონა იყო... დედაჩემს მუდამ ვამშვიდებ, ყველგან შეიძლება მოხდეს რაღაც და დარწმუნებული ვარ, მიუნხენში არაფერი მოხდებაო...

 

როცა ეს ამბავი მოხდა მიუნხენში, უცებ ჩემი თვითმფრინავის თანამგზავრი გოგონა გამახსენდა, ნეტავ სად არის და როგორ არის თქო, გავიფიქრე დარდიანმა... მას შემდეგ სულ ამ გოგონაზე ფიქრი ამეკვიატება ხოლმე, მაგრამ უცებ გამახსენდა ერთი თვით რომ მოდიოდა სამშობლოში, 3 ივლისს იმგზავრა ჩემთან და უკან ერთ თვეში, ანუ 3 აგვისტოს უნდა გაფრენილიყო მიუნხენში... ეს გამახსენდა და ამოვისუნთქე... ძალიან კარგი ბავშვი იყო და მინდა ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს მუდამ. გვარად გოგუაძე იყო... სახელს შეგნებულად არ ვწერ... თუ წაიკითხავ ამ სტატუსს, ლამაზო და მშვენიერო ქართველო გოგონა, მომწერე რომ კარგად ხარ და სხვა მეტი არაფერი მინდა შენგან!"- წერს ლიპარტელიანი.



ეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი მოკლა, 27 კი დაჭრა.


სამართალდამცავებისთვის აღნიშნული ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner