logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ისე, მოსაკითხია, ბელარუსს ევროპის რამდენ ქვეყანასთან აქვს მსგავსი შეთანხმება...
- +

14 აგვისტო. 2021. 18:38

 

 

„ამერიკის ხმა“, ასე რამ აგაფორიაქათ? ხომ შეიძლება საქართველოს ინტერესების, კერძოდ არაღიარების ჭრილში შევხედოთ ბელარუსთან საქართველოს ურთიერთობებს? ჯერ ერთი, ასეთი ხელშეკრულებები საქართველოს ყველა სახელმწიფოსთან აქვს, რუსეთის და კრემლის რამდენიმე სატელიტი ქვეყნის გარდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა.

 

ანალიტიკოსის თქმით, ის, რომ მინსკმა ეს ხელშეკრულება წლების შემდეგ შეიყვანა ძალაში, თბილისზე დამოკიდებული არ იყო.

 

„ყველას კარგად გვესმის, რა ხდება ბელარუსში და მისაღები არავისთვისაა. დასავლური სანქციები კავშირში არაა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობასთან. ისე, მოსაკითხია, ბელარუსს ევროპის რამდენ ქვეყანასთან აქვს მსგავსი შეთანხმება. ისიც კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ლუკაშენკო, რუსეთის მხარდაჭერის შემდეგ, სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე სერიოზულად აწვება კრემლი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო. წესით, ასეთ საკითხებზე ეს ღია პოლემიკა არ უნდა გვჭირდებოდეს, რადგან მხოლოდ აზიანებს ჩვენს ინტერესებს. ინტერესი კი ერთი გვაქვს - აღიარების პოლიტიკის ჩაგდება, არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელება. ანა-ბანაა.

 

დაიქირავეთ უსაფრთხოების ექსპერტები, პოლიტოლოგები, ყოფილი დიპლომატები და კონსულტაციების შემდეგ გამოეხმაურეთ ასეთ თემებს. მსგავსი შეთანხმებების და სათანადო სამსახურების საკომუნიკაციო არხები ერთ-ერთი საშუალებაა საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამასთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის და გლობალური უსაფრთხოების სხვა საკითხებში თანამშრომლობა როდის აქეთაა აკრძალული, ან რა შეხებაშია შესაძლო სანქციებთან? კიდევ ერთხელ, ბელარუსთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, საქართველოს აქვს საკუთარი ინტერესები. ამ ინტერესთა მთავარი ღერძი უკვე ავხსენი ზემოთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner