ავტორი ნონა ხუციშვილი
ბოლო წლებში „სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფედერაციის“ წყალობით, სომხურ–ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. რამდენიც მოგესურვებათ, იმდენი მტკიცებულება არსებობს. ამ მიმართულებით სამუშოების კოორდინაციისთვის შეიქმნა ფედერაცია „სომხურ–ქართული მეგობრობა“, ხოლო მისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. მოცემულ მომენტში ვემზადებით სომხეთ–საქართველოს საზღვრის, იმ მარშრუტის გახსნისთვის, რომელიც აფხაზეთიდან სომხეთში მიდის. კულტურათაშორისი ურთიერთობების სფეროში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე აქტიური საქმიანობა წამოიწყეს. შემდეგ წელს სომეხი, ქართველი და რუსი არტისტების მონაწილეობით საერთაშორისო პროექტი ხორციელდება: გარნის წარმართულ ტაძარში დაიდგმება ჰენდელის ოპერა „რადამისტო“, რომელიც იბერიის მეფის რადამისტოსა და სომხეთის მეფის ტრდატის ურთიერთობებზე გვიამბობს. გარდა ამისა ჯგუფის მიერ დამუშავების პროცესშია რიგი სხვა ინიციატივებისა. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება მიმართულია მეზობელი ქვეყნების მეგობრობის განმტკიცებისკენ. თუმცა სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ საგარეოპოლიტიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში. არიან რა ერთმანეთის საპირისპირო გეოპოლიტიკურ პოლუსებზე (იგულისხმება ნატო და და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), ორი მოძმე სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმებზე თითქმის მუდამ ერთმანეთის საპირისპიროდ აძლევენ ხმას. გაზეთ Expert.ru-ს პუბლიკაციიდან ცნობილი ხდება, რომ ევრაზიის საპატენტო უწყების პრეზიდენტის არჩევნებზე გამარჯვება რუსეთის წარმომადგენელმა, ფედერალური სამსახურის „როსპატენტის“ გენერალურმა დირექტორმა გრიგორი ივლევმა მოიპოვა. მის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი რვიდან ხუთი წევრი ქვეყნის ორგანიზაციებმა: ყირგიზეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა და ტაჯიკეთმა. აღსანიშნავია, რომ ნაცვლად ყაზახეთის მხარდაჭერისა, ქვეყნები, რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ სომხეთს, უცნაური გზით გაერთიანდნენ აზერბაიჯანთან და ხმა რუსეთის კანდიდატის სასარგებლოდ მისცეს. როგორ მოხვდა სომხეთი აზერბაიჯანთან ერთად ბარიკადების ერთ მხარეს? უახლოეს მომავალში ჩვენ დეტალურად მივუბრუნდებით არჩევნების ამ საეჭვო ნაწილს.
ახლა კი მხოლოდ აღნიშვნით შემოვიფარგლებით. „ბოროტი ენები“ ამტკიცებენ, რომ ღრმად თხრა სულაც არაა საჭირო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ პირადი ინტერესებიც. სანდო ცნობების თანახმად, „სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს“ წინა ხელმძღვანელი, არმენ აზიზიანი თანამდებობის დატოვების შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. თანამდებობის დატოვებამდე კი მოასწრო მართვის გადაცემა თავისი მეგობრისთვის. კრისტინე გამბარიანისთვის. როგორც ამბობენ და უკვე გასაგებიცაა – აზიზიანი ამ უმნიშვანელოვანესი ორგანიზაციის საქმიანობის მართვას უკვე „დისტანციური მართვის პულტის“ საშუალებით განაგრძობს. როგორც ჩანს, სწორედ ისაა რუსეთის კანდიდატის სასარგებლოდ კენჭისყრის „ნათლიმამა“. ამასთან, აზრებაიჯანელებმა არ მისცეს ხმა ყაზახ კანდიდატს ყაზახეთის პროსომხური მიმართულების გამო (პირველ რიგში, ყაზახეთის კანდიდატის ხელმძღვანელობის პერიოდში მისი პირველი მოადგილე კვლავ არმენ აზიზიანი იყო, რაც აზერბაიჯანელების ინტერესებში არ შედიოდა. მეორე, ისინი საშინლად გააბრაზა ყაზახეთის წარმომადგენლის ფოტოსურათმა, რომელზეც მას გაერთიანებული სომხეთისა და არცახის ცნობილი ფოტოსურათი უჭირავს). განსაკუთრებულ „შარმს“ სძეენს ჩრდილოვანი „დონის“ პერსონაჟს კიდევ ერთი რეტროსპექტიული ისტორია. 1999 წლის მონაცემებით, სომხეთის ბიუჯეტიდან საპატენტო საქმიანობის სფეროსთვის გამოყოგილი იყო 174 176 000 დრამი, ანუ 30 მილიონი დრამით მეტი, ვიდრე ახლა. არმენ აზიზიანის ხელმძღვანელობის დროს საპატენტო უწყებას ბიუჯეტის გარდა 1,5 მილიონ დოლარზე მეტი გააჩნდა, რომლებიც ნახევარ წელიწაში განულდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რამდენიმე თვეში უწყებას სატელეფონო მომსახურების გადასახდელი სახსრებიც კი არ აღმოაჩნდა.
ახლა კი მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელიც ბევრს აღელვებს: რატომ არ თანამშრომლობს საქართველო სომხეთში მოქმედ საპატენტო ორგანიზაციებთან, სხელდობრ „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ოფისთან“ და შპს „არმავტორთან“? პასუხი ცნობილია, რადგანაც ეს ორგანიზაციები ცალკეულ პირთა კორუფციულ სტრუქტურებად იქცა, რომლებიც სახელმწიფო მიდგომისა და სისტემატიზირებული საქმიანობის არქონით დახურულ სისტემებად იქცნენ. მეტიც, სახელმწიფო საეჭვო გულგრილობას იჩენს არსებული საკითხისადმი.
ქართული ოპოზიცია, რომელიც დაინტერესებულია სომხურ–ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებით, აპირებს ეს საკითხი საერთაშორისო დონემდე მიიყვანოს, შეიძლიათ „ნონ გრატამდეც“ მივიდნენ, რათა დაწესდეს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ საქმეს ხელს უშლიან.
საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთში თუ გადაიდგა რაიმე სახის ნაბიჯები, კორუფციულ სისტემაში ყურებამდე გასვრილი პირების მიმართ, განხორციელებულა თუ არა რაიმე სახის საქციები, როგორც მაგალითად მაგნისტკის ან ნავალნის შემთხვევებში, ჩამოურთმევიათ თუ არა მათი ცოლებისთვის ან შვილებისთვის რაიმე სახის მატერიალური ფასეულობები, მაგალითად მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა? დღეს სომხეთის, საქართველოს, ევროპის ინტელექტუალები და უფლებადამცველები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ მსგავსი პირები დაისაჯონ, იმაში, რომ მათი გაუმაძღრობა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციონერთა მდიდარ „პორტრეტების გალერეას“ დაემატება უამრავი „ახალი ექსპონატი“. ჩვენ გვაქვს იმ პირთა სია, რომელთა სახელებსაც მოცემულ ეტაპზე არ დავასახელებთ. უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ „არმენ აზიზიანები“, მათი მსგავსი მაღალი რანგის ჩინოვნიკები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომელიც კორუფციულ სქემებში არიან გარეულები ვეღარ გაიქცევიან და ვერ დამალავენ ბნელი და საეჭვო გზებით მოპოვებულ ქონებას უცხოეურ ბანკებში.