logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, რომ მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს!
- +

24 ივლისი. 2016. 01:00



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ღონისძიება სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება" „ექსპო ჯორჯიაში" გამართეს. ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო.


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.


მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა.

რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით: პირველი - განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არიალი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner