logo_geo
eng_logo
თურქეთში რუსულმა სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 8 ადამიანი
- +

14 აგვისტო. 2021. 22:30

 

 

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი და თურქეთის 3 მოქალაქე დაიღუპა.

„ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა.

 

მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner