logo_geo
eng_logo
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზრდა
- +

15 აგვისტო. 2021. 00:18

 

 

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზრდა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს.

 

დანგრეულია ათობით შენობა. მოქალაქეების ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

 

ჰაიტიზე მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა სულ მცირე ხუთი მძლავრი განმეორებით ბიძგი.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულებს დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner