logo_geo
eng_logo
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
- +

24 ივლისი. 2016. 01:02



თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.


დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ, რომელიც ფინანსურ საკითხებს კურირებდა თანამდებობა დატოვა. ხელაია ორი თვის წინ გადადგა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.


პოსტიდან გადადგა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თუმცა თბილისის მერს მიზეზი არ დაუკონკრეტებია.


სამსახურის დატოვების მიზეზებზე არც თავად გიორგი ხელაია და დიმიტრი მოსულიშვილი საუბრობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner