logo_geo
eng_logo
ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა - მომღერალი კლინიკაში გადაიყვანეს
- +

15 აგვისტო. 2021. 00:54

 

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდ-ინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მომღერლის დაინფიცირების ფაქტი სააგენტოს კლინიკაში დაუდასტურეს.

 

სააგენტოს ცნობით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

 

„ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner