ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბალხის პროვინციის დედაქალაქი მაზარ-ი-შარიფი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, აბას ებრაჰიმზადას განცხადებით, ბალხის პროვინციის სამთავრობო ჯარები მოწინააღმდეგეს პირველები ჩაბარდნენ, რის შემდეგაც პროსამთავრობო მოხალისეობრივ დაჯგუფებებს წარმატების მიღწევის შანსი აღარ ჰქონდათ. მისივე თქმით, ახლა პროვინციის ყველა სამთავრობო უწყება, მათ შორის გუბერნატორის ოფისი თალიბების განკარგულებაშია.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.