-
+
15 აგვისტო. 2021. 01:59
გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელი ყოველთვიურად პენსიის სახით დაახლოებით 15 ათას ევროს მიიღებს.
კანონის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს აქვს უფლება, პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მისი სამუშაო სტაჟი 31 წელს აღწევს.
ისივე როგორც გერმანიის მთავრობის სხვა ყოფილ მეთაურებს, მერკელს უფლება აქვს, გახსნას საკუთარი ოფისი და აიყვანოს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ოფისის მენეჯერი, ორი ასისტენტი, მდივანი და მძღოლი.
ფედერალური არჩევნები, რომლებზეც ახალი კანცლერის ვინაობა გახდება ცნობილი, 26 სექტემბერს გაიმართება.