logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ოპოზიციის ფლანგზე მუდმივად ტოქსიკური გარემოა, რომელიც საზოგადოებას დეზინფორმაციით კვებავს
- +

15 აგვისტო. 2021. 03:01

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის პროგნოზი თითქოს „ოცნების“ შიდა კვლევებით პარტიას რეიტინგი დააუვარდა, მცდარი აღმოჩნდა. ეს კი აგვისტოში გამოქვეყნებულმა ყველა კვლევამ აჩვენა. ანალიტიკოსის აზრით,  „ოცნება“ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

 

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაცოპოზიცია და მისი გამხმოვანებლები მუდმივად ამბობდნენ, რომ შიდა კვლევებით, „ოცნებას“ რეიტინგი დაუვარდა და შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ამიტომ გადაწყვიტეს. თუმცა არ ამბობდნენ ეს შიდა კვლევები როდის ჩატარდა, რა მეთოლოგიით და ა.შ. ეს იყო ნაცოპოზიციიდან მორიგი ტყული, რაც აგვისტოში გამოქვეყნებული არაერთი კვლევით დასტურდება. რაც შეეხება კვლევის ტენდეციებს და „ნაციონალების“ რეიტინგის კლებას, ლოგიკური და გარდაუვალი იყო. თუკი ბოლო წლების ვითარებას შევხედავთ, საზოგადოებას მიუხედავად ხელისუფლების მიმართ დაგროვილი პრეტენზიისა, ოპოზიციაში მის შემცვლელს ვერ ხედავს, რაც 7 თვის მანძილზე ოპოზიციის მიერ დაწყებულმა წარმოუდგენელმა კამპანიამ დაანახა. ოპოზიციის ფლანგზე მუდმივად ტოკსიკური გარემოა, რომლებიც საზოგადოებას დეზინფორმაციით კვებავს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია შინაარსობრივად და საგნობრივად აკრიტიკებდეს, ბოროტი ტყუილების და ფეიკნიუსების გარდა არაფერს აკეთებენ, რასაც მოსახლოება კარგად ხედავს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner