ექსპერტი ირაკლი ლატარია უკრაინაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე უცნობმა პირებმა ჟურნალისტს სცემეს.
„მოითხოვეს უკვე ზელენსკის გადადგომა? მაინტერესებს, სააკაშვილი რას იტყვის ამ ფაქტზე? ყველგან ხდება ჟურნალისტის ცემა, მთავარია, ყველა დამნაშავე ხელისუფლებამ დააკავოს და როგორც ვიცი, ჩვენთან 50 კაცია დაკავებული. აბა, მიდით, ნაცებო და გვარამიას წარმომადგენლებო, დაგმეთ უკრაინის ხელისუფლება თავის მიშათი - გელით!“ - წერს ირაკლი ლატარია.
ინფორმაციისთვის, გამოცემა Unian-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.