logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ჟურნალისტებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება
- +

15 აგვისტო. 2021. 13:27

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე უცნობმა პირებმა ჟურნალისტს სცემეს.

მისი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება.

„გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.

ამ ორიოდ დღის წინ ლიეტუვაში პარლამენტის წინ მიმდინარე არეულობის დროს 26 ეჭვმიტანილი დააკავეს. დაშავებულია 15 სამართალდამცავი.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველგან, სადაც ხდება არეულობა, სამართალდამცველები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხდება.

ასე რომ, „ოპოების“ და მათი „ჟუუუურრრრნნალისტების“ უაზრო კივილ-წივილი ხელისუფლების გადადგომის შესახებ სრულიად ამოვარდნილია პროტესტის გამოხატვის რეალური ფორმისგან და სპეკულაციიდან, მარაზმში გადადის“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner