ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე უცნობმა პირებმა ჟურნალისტს სცემეს.
მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის კერები სხვა ქვეყნებშიც ჩნდება, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, მთავრობის გადადგომას ასე მარტივად არც ოპოზიცია ითხოვს და არც მათი მეგობარი თუ ლობისტი უცხოელები.
„ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც უკრაინაში და ლიეტუვაში განვითარებულ მოვლენებს ადევნებ თვალს (მედიის წარმომადგენლების ფიზიკური ხელყოფა, შეტაკებები და დაპირისპირება სამართალდამცველებთან), ნამდვილად არ მინდა, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს: ვინ-ვინ და, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, შეიძლება სხვაზე მეტი ვიცით, თუ რა ფასი აქვს სიმშვიდისა და სტაბილურ გარემოს. რას იზამ, დემოკრატიის გაგება ხშირ შემთხვევაში თურმე სხვაგანაც სხვადასხვანაირად ხდება. პოლიტიკური დაძაბულობის კერებიც სხვაგანაც ჩნდება, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით მთავრობის გადადგომას ასე მარტივად არც ოპოზიცია ითხოვს და არც მათი მეგობარი თუ ლობისტი უცხოელები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.