logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე უკრაინაში ჟურნალისტის ცემაზე: სად არის სტანდარტული შეშფოთება-აღშფოთება და დამრიგებლური ტონით თითების ქნევა?
- +

15 აგვისტო. 2021. 14:27

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, უცნობი პირების მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს ეხმაურება.

„თვალთმაქცობა, ფარისევლობა, ორმაგი, შერჩევითი სტანდარტები - როგორ სამწუხაროდ, ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. სად არის სტანდარტული შეშფოთება-აღშფოთება და დამრიგებლური ტონით თითების ქნევა? 11-12 აგვისტოს, ლიეტუვაში კოვიდპასპორტების გაპროტესტების გამო, მრავალათასიანმა მომიტინგეებმა ქვეყნის პარლამენტი ალყაში მოაქციეს; ამ უკანონობას სავარაუდოდ, მართავდა სეიმის დეპუტატთა ნაწილი; დაშავდნენ, მათ შორის მძიმედაც, ლიეტუვას მედიის წარმომადგენლები, პოლიციელები; გავეშებულ მომიტინგეთა დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, სხვა სპეცსაშუალებები; დააკავეს 25-ზე მეტი ადამიანი. 14 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო“, - აღნიშნავს გია აბაშიძე.

მისი თქმით, ძალადობას, დანაშაულს არსად, არანაირი გამართლება აქვს. უმთავრესია კრიმინალთა დროული გამოვლენა და დასჯა უმყარესი მტკიცებულებების საფუძველზე.

„პირობითად, კოლექტიური ჟიგიმანტას პავილიონისები, კარლ ბილტები და დევიდ კრამერები, რომლებსაც, უდიდესი ალბათობით, ლობისტური, დაფინანსებული საქმიანობა ალაპარაკებთ მიკერძოებულად და არაადეკვატურად, მაინც ვერანაირად გააღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში. ჩვენმა საზოგადოებამ, დიდი ხანია, იცის, ერთმანეთისგან როგორ გაარჩიოს ანგარებიანი ფლიდები და ნამდვილი მეგობრები“, - აღნიშნავს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner