logo_geo
eng_logo
გერმანია საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქაბულში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
- +

15 აგვისტო. 2021. 16:35

 

 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეების და დამხმარე ავღანელების ევაკუაციისთვის „A400M“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაიგზავნება. თითოეული თვითმფრინავის ბორტზე სადესანტო დანაყოფის 30 ჯარისკაცი იქნება განთავსებული.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში დაეშვებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმა საგანგებოდ იქნა მომზადებული. როგორც წესი, მსგავსი სამხედრო ოპერაციისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან დამტკიცება მოგვიანებით განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner