ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
კვირა დღეა, 12 საათი, სახლში ვთიშავთ ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს, ტელელექცია იწყება, მარტო მისი ხმა ისმის - თამაზ კვაჭანტირაძის ხმა. მე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ტელევიზორის წინ დაფენილ ფარდაგზე ვზივარ, დიდი ბლოკნოტით და საწერ-კალამით მომარჯვებული, მარცვალ-მარცვალ ვკრეფ მის სიტყვებს და ვიცი, ბოლოს მოგვცემს დავალებას, რომელიც უნდა დავწერო... ასე, მის ხმასთან ერთად თაობები გაიზარდა, მის ქართულ, გემრიელ, ნაღდ სიტყვებთან ერთად გავიზარდეთ ჩვენც.... მადლობა, ბატონო თამაზ, იმ სწავლებისთვის, შთაგონებისთვის, შეგონებისთვის, იმ წუთებისთვის!
დღესაც კვირაა და მისი ხმა უკვე სამუდამოდ უნდა დავიმახსოვრო - მოუარეთ საქართველოს...
თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა!