logo_geo
eng_logo
„თალიბანი“: შურისძიება არ იქნება
- +

15 აგვისტო. 2021. 20:24

 

 

„თალიბანი“ ქაბულის მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს-სპიკერმა სუჰეილ შაჰინმა BBC-ის განუცხადა.

​გამოცემის ინფორმაციით, სუჰეილი BBC-ის კორესპონდენტს, იალდა ჰაკიმს თვითონ დაუკავშირდა, რათა ქაბულში მცხოვრებებისთვის ეთქვა, რომ „მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“.

„ავღანეთის და განსაკუთრებით ქაბულის მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ მათ საკუთრებასა და სიცოცხლეს არაფერი ემუქრებათ. შურისძიება არ იქნება. ჩვენ ამ ხალხისა და ქვეყნის მსახურები ვართ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, „თალიბანი“ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელის.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner