ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 724-მდე გაიზარდა.
ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მაშველები ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
მიწისძვრამ გაანადგურა ასობით სახლი და შენობა.
პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.