logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რა სირცხვილი იქნება, როდესაც „თალიბანი“ ქაბულში აშშ-ის საელჩოს თავზე თავის დროშას აღმართავს
- +

15 აგვისტო. 2021. 21:54

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ის გეგმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე დატოვა.

 

„ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, ჯო ბაიდენი შეცდომებს უშვებს. ყველამ იცოდა, რომ ის თავს ვერ გაართმევდა ზეწოლას. ავღანეთიდან გაიქცა იმის ნაცვლად, რომ გეგმა შეესრულებინა, რომელიც მას ჩვენმა ადმინისტრაციამ დაუტოვა. ეს გეგმა ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქონებას იცავდა და უზრუნველყოფდა იმას, რომ „თალიბანს“ არასდროს ეოცნება ჩვენი საელჩოს აღებაზე ან ამერიკაზე ახალი თავდასხმების ბაზის შექმნაზე. ჯარების გაყვანა ადგილზე არსებული მოვლენებით განისაზღვრებოდა. მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფო“ გავანადგურე, საიმედო შემაკავებელი ფაქტორი ჩამოვაყალიბე. ეს შემაკავებელი ფაქტორი ახლა გაქრა. „თალიბანს“ ამერიკის შიში ან პატივისცემა უკვე აღარ აქვს. რა სირცხვილი იქნება, როდესაც „თალიბანი“ ქაბულში აშშ-ის საელჩოს თავზე თავის დროშას აღმართავს. ეს სისუსტით, არაკომპეტენტურობითა და სტრატეგიული არათანმიმდევრულობით გამოწვეული სრული მარცხია“, - ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner