logo_geo
eng_logo
ავღანეთში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა
- +

16 აგვისტო. 2021. 01:32

 

 

ავღანეთში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი და ისლამური პარტიის ლიდერი გულბედინა ხეკმატიარა შევიდნენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

ქარზაიმ Twitter-ზე დაწერა, რომ საბჭოს შექმნის მიზანი ქაოსის აღკვეთა, „ხალხის ტანჯვის შემცირება“ და ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების უკეთესი მართვაა.

ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ალხანაფი ვარდაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ დროებითი გარდამავალი ხელისუფლების შექმნა ავღანეთში არ იგეგმება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner