logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონის განცხადებით, არავინ არ უნდა აღიაროს ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლება
- +

16 აგვისტო. 2021. 02:13

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არავინ უნდა აღიაროს „თალიბანის“ ხელისუფლება ორმხრივ საფუძველზე. ინფორმაციას „სკაინიუსი“ ავრცელებს.

„არ გვინდა, რომ „თალიბანი“ ვინმემ ორმხრივად აღიაროს. გვსურს ერთიანი პოზიციის არსებობა თანამოაზრეებს შორის შეძლებისდაგვარად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ავღანეთი კვლავ ტერორის კერა არ გახდეს“, – აღნიშნა ჯონსონმა და დასავლეთს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ავღანეთზე ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიც გაერო და ნატოა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner