logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: გამართლება არც იმ ბოლშევიკურ მეთოდებს აქვს, რასაც აქაური ოპოზიცია იყენებს
- +

16 აგვისტო. 2021. 03:03

 

 

„როგორც ჩანს, პოლიტიკური ექსტრემიზმი და არეულობები მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის არის დამახასიათებელი და არც საქართველოა გამონაკლისი“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ექსტრიმიზმს გამართლება არსად არ აქვს.

 

„გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პროტესტი არეულობებში და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, პროტესტანტებმა არც ჟურნალისტები დაინდეს და რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა პირმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს.
სამშაბათს, დაახლოებით 5,000 ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქცია ლიტვის პარლამენტის წინ. მათ გამოთქვეს უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკისა და შესაძლო შეზღუდვების გამო არავაქცინირებული ადამიანებისათვის ე.წ "შესაძლებლობის პასპორტის" შემოღების გამო.
საპარლამენტო სესიების დასრულების შემდეგ, ზოგიერთმა მომიტინგემ დაბლოკა შენობიდან გასასვლელი და პარლამენტის ეზოდან გამოსასვლელი ტერიტორია, ხოლო როდესაც პოლიციამ მოუწოდა ტერიტორიის დატოვებისკენ, დაიწყო არეულობები, რომლის დროსაც პროტესტანტებმა ბოთლები, ჯოხები და პიროტექნიკა გამოიყენეს. მომიტინგეები პოლიცამ საბოლოოდ მხოლოდ დილის ორ საათზე დაშალა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, ხოლო 26 კაცი კი დააკავეს.
პროტესტის მონაწილეები, ლიტვაშიც აგრესიულად იყვნენ განწყობილი არა მხოლოდ სამართალდამცავების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც, როდესაც თავს დაესხნენ ლიტვის რადიო ტელევიზიის ჟურნალისტს და ოპერატორს.
ექსტრემიზმს გამართლება არა აქვს, არც კიევში, არც ვილნიუსში და არც არსად.
იგივე ითქმის თბილისში 5-6 ივლისის ამბებზეც, როდესაც ჟურნალისტებზე განხორციელდა თავდასხმები, მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით რა დროსაც მათ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიების მხრიდან კვლავ გრძელდება სპეკულაციები, უკვე 50 პირია უკვე დაკავებული და გამოძიება დღემდე გრძელდება.
გამართლება არც იმ ბოლშევიკურ მეთოდებს აქვს, რასაც აქაური ოპოზიცია იყენებს. ძალზე საინტერესო და ჩვენთვისაც ყურადსაღები კომენტარი გააკეთა ვილნიუსის ამბებზე ლიტვის უმაღლესი საბჭოს აღდგენითი სეიმის თავმჯდომარემ ვიტაუტას ლანდსბერგისმა. მისი შეფასებით დემონსტრანტთა დიდმა ნაწილმა, გააპროტესტა მთავრობის პოლიტიკა არა შესაძლო შეზღუდვების გამო, არამედ იმისთვის, რომ ძალაუფლება აიღონ ქუჩიდან. -"ტყუილად არ არის ასეთი მოწოდება: პარლამენტისგან შორს, დაშორებით მთავრობისგან, მე მინდა ვიყო თავად ძალაუფლება" და ეს ყველაფერი არც მეტი და არც ნაკლები ბოლშევიკების მეთოდებს შეადარა.
როგორ ემთხვევა მისი თვალსაზრისი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ობიექტურ შეფასებებს და აჩვენებს ქართული ოპოზიციის ობსტრუქციაზე, დესტაბილიზაციაზე და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის იდენტურ ხასიათს.
ვის, ვის და ლიტვის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, ანტიკომუნისტს, ადამიანს რომელიც 1990 წლის 11 მარტს, ხელმღვანელობდა საპარლამენტო სესიას, როდესაც ლიტვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნამდვილად არ ეშლება ბოლშევიზმის დეფინიცია“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner