logo_geo
eng_logo
ავღანეთში არსებული ვითარების გამო, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
- +

16 აგვისტო. 2021. 11:34

 

 

ავღანეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა გენერალური მდივანი, რომელმაც მანამდე არაერთხელ დაგმო ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. მან უკვე მოუწოდა თალიბანსა და მთავრობის წარმომადგენლებს, მოლაპარაკებები მშვიდობიანი გზით წარმართონ.

 

ვრცელდება კადრები, სადაც ათასობით მოქალაქე ავღანეთიდან ქაბულის აეროპორტში გაქცევას ცდილობს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თალიბები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner