logo_geo
eng_logo
70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- +

16 აგვისტო. 2021. 11:35

 

 

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

 

„უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვასა და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელებსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ მათ დასახმარებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner