„დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე, ორი პირი დააკავეს“, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში, შემდგომი გასაღების მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით - 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ისა და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფი მეორე დაკავებულზე გაასაღა.
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა - 2 460 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.