"არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია წერილში წერს.
„ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი" - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია.