ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი 4 სექტემბრისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„ჯერ უნდა დაველოდოთ, 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია, კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.