ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში დღეს დილით სახლი დაიწვა, რომელშიც იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა.
ცოლ-ქმარი - 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები ხანძარს ემსხვერპლნენ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია