logo_geo
eng_logo
ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა
- +

16 აგვისტო. 2021. 15:04

 

 

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულიდან 70 წლის მამაკაცი გადმოხტა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში სამი დღის წინ კორონავირუსით დიაგნოზით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, გუშინ გვიან ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა. კლინიკაში ასევე ამბობენ, რომ მედპერსონალი ცდილობდა პაციენტის დახმარებას, თუმცა, 70 წლის მამაკაცის შეჩერება ვერ შეძლეს.

 

„არ ვიცი, რა გახდა მიზეზი. შემთხვევის დროს მარტო არ იყო, ცდილობდნენ მის დახმარებას, თუმცა, ამბობდა, თავი დამანებეთო და ვერ მოასწრეს შეკავება“,- განაცხადეს კლინიკაში.

 

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner